Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt

From: ,

PreviousNext

Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა-ნიკაია)

Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 221-234

Kodhavagga 17. მრისხანება

Rohinīkhattiyakaññāvatthu

Kodhaṁ jahe vippajaheyya mānaṁ, უარყავი მრისხანება, უარყავი ამპარტავნება

Saṁyojanaṁ sabbamatikkameyya; და დააღწიე თავი ყოველგვარ ბორკილს.

Taṁ nāmarūpasmimasajjamānaṁ, ვისაც არაფერი გააჩნია

Akiñcanaṁ nānupatanti dukkhā. და არ ეჭიდება სახელსა და ფორმას – არ იტანჯება.

Aññatarabhikkhuvatthu

Yo ve uppatitaṁ kodhaṁ, ვინც აღძრულ მრისხანებას მოთოკავს,

rathaṁ bhantaṁva vāraye; ვითარცა შეტორტმანებულ ეტლს,

Tamahaṁ sārathiṁ brūmi, სწორედ მას ვუწოდებ მე მეეტლეს;

rasmiggāho itaro jano. სხვანი მხოლოდ სადავეების დამჭერნი არიან.

Uttarāupāsikavatthu

Akkodhena jine kodhaṁ, დაძლიე მრისხანება არამრისხანებით,

asādhuṁ sādhunā jine; უკეთურება – სათნოებით,

Jine kadariyaṁ dānena, სიძუნწე – გაცემით,

saccenālikavādinaṁ. ხოლო სიცრუე – ჭეშმარიტებით.

Mahāmoggallānapañhavatthu

Saccaṁ bhaṇe na kujjheyya, ილაპარაკე ჭეშმარიტება, ნუ განრისხდები,

dajjā appampi yācito; გაეცი, როდესაც გთხოვენ, თუნდაც მცირედი.

Etehi tīhi ṭhānehi, ამ სამი გზით

gacche devāna santike. მიუახლოვდები ღვთაებებს.

Buddhapitubrāhmaṇavatthu

Ahiṁsakā ye munayo, უვნებელი ბრძენნი,

niccaṁ kāyena saṁvutā; სხეულით მარად თავშეკავებულნი,

Te yanti accutaṁ ṭhānaṁ, მიდიან უცვლელ მდგომარეობამდე,

yattha gantvā na socare. სადაც მწუხარება აღარ არსებობს.

Puṇṇadāsīvatthu

Sadā jāgaramānānaṁ, სულიერი მანკი მარად ფხიზელთა,

ahorattānusikkhinaṁ; ვინც დღემუდამ წვრთნაშია

Nibbānaṁ adhimuttānaṁ, და მხოლოდ ნიბანასკენ ისწრაფვის,

atthaṁ gacchanti āsavā. სრულდება.

Atulaupāsakavatthu

Porāṇametaṁ atula, ეს ძველი ამბავია, ატულა,

netaṁ ajjatanāmiva; და არა მხოლოდ დღევანდელი;

Nindanti tuṇhimāsīnaṁ, ძრახავენ მას, ვინც დუმს,

nindanti bahubhāṇinaṁ; ძრახავენ მას, ვინც სიტყვამრავალია

Mitabhāṇimpi nindanti, და მასაც კი, ვინც ზომიერად მეტყველებს:

natthi loke anindito. ამ ქვეყნად ვერავინ გაექცევა ძრახვას.

Na cāhu na ca bhavissati, არ ყოფილა, არ იქნება

na cetarahi vijjati; და არც დღეს მოიძებნება ვინმე,

Ekantaṁ nindito poso, ვინც მხოლოდ საქებარი

ekantaṁ vā pasaṁsito. ან დასაძრახია.

Yañce viññū pasaṁsanti, თუ გამჭრიახნი,

anuvicca suve suve; თუ ყოველდღიური დაკვირვების შემდეგ,

Acchiddavuttiṁ medhāviṁ, გამჭრიახნი აქებენ მას, ვინც უმწიკვლოა ქცევით,

paññāsīlasamāhitaṁ. შემკული კეთილზნეობითა და სიბრძნით,

Nikkhaṁ jambonadasseva, ვითარცა ბაჯაღლო ოქროს სამკაულით,

ko taṁ ninditumarahati; ვინ არის მისი განსჯის ღირსი?

Devāpi naṁ pasaṁsanti, მას ღვთაებებიც აქებენ

brahmunāpi pasaṁsito. და თვით უზენაესიც განადიდებს.

Chabbaggiyavatthu

Kāyappakopaṁ rakkheyya, ერიდე სხეულებრივ რისხვას,

kāyena saṁvuto siyā; იყავი სხეულით თავშეკავებული.

Kāyaduccaritaṁ hitvā, უარყავი სხეულებრივი დანაშაული

kāyena sucaritaṁ care. და იცხოვრე სათნო სხეულით.

Vacīpakopaṁ rakkheyya, ერიდე სიტყვიერ რისხვას,

vācāya saṁvuto siyā; იყავი სიტყვით თავშეკავებული.

Vacīduccaritaṁ hitvā, უარყავი სიტყვიერი დანაშაული

vācāya sucaritaṁ care. და იცხოვრე სათნო სიტყვით.

Manopakopaṁ rakkheyya, ერიდე გონების რისხვას,

manasā saṁvuto siyā; იყავი გონებით თავშეკავებული.

Manoduccaritaṁ hitvā, უარყავი გონებრივი დანაშაული

manasā sucaritaṁ care. და იცხოვრე სათნო გონებით.

Kāyena saṁvutā dhīrā, ბრძენნი თავშეკავებულნი არიან

atho vācāya saṁvutā; სხეულით, სიტყვითაც

Manasā saṁvutā dhīrā, და გონებითაც –

te ve suparisaṁvutā. ჭეშმარიტად, ისინი სრულიად თავშეკავებულნი არიან.

Kodhavaggo sattarasamo.
PreviousNext