Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt
From: ,
Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა-ნიაკა)
Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 209-220
Piyavagga 16. ძვირფასი
Tayojanapabbajitavatthu
Ayoge yuñjamattānaṁ, იმის კეთებით, რაც არ უნდა აკეთო,
yogasmiñca ayojayaṁ; იმის უგულებელყოფით, რაც შენი მოვალეობაა,
Atthaṁ hitvā piyaggāhī, მიზნის მიმტოვებელი, ეჭიდები შენთვის ძვირფასს,
pihetattānuyoginaṁ. და გშურს მათი, ვინც საკუთარ მიზანს მიჰყვება.
Mā piyehi samāgañchi, ზედმეტად ნუ დაუახლოვდები
appiyehi kudācanaṁ; მათ, ვინც გიყვარს ან არ გიყვარს.
Piyānaṁ adassanaṁ dukkhaṁ, რამეთუ ძვირფასთან განშორება ტანჯვაა,
appiyānañca dassanaṁ. ისევე, როგორც არასაყვარლის ხილვა.
Tasmā piyaṁ na kayirātha, შესაბამისად, ნურაფერი იქნება შენთვის ძვირფასი,
piyāpāyo hi pāpako; რადგან მტკივნეულია საყვარელთან განშორება.
Ganthā tesaṁ na vijjanti, ბორკილი არ ადევს მას,
yesaṁ natthi piyāppiyaṁ. ვისთვისაც არ არსებობს საყვარელი ან საძულველი.
Aññatarakuṭumbikavatthu
Piyato jāyatī soko, მწუხარება მოდის ძვირფასთაგან,
piyato jāyatī bhayaṁ; შიში მოდის ძვირფასთაგან;
Piyato vippamuttassa, ვინც ძვირფასს არ ეჯაჭვება – თავისუფლდება,
natthi soko kuto bhayaṁ. აღარ წუხს და არც ეშინია.
Visākhāvatthu
Pemato jāyatī soko, მწუხარება მოდის სიყვარულისგან,
pemato jāyatī bhayaṁ; შიში მოდის სიყვარულისგან;
Pemato vippamuttassa, ვინც თავისუფალია სიყვარულისგან,
natthi soko kuto bhayaṁ. აღარ წუხს და არც ეშინია.
Licchavīvatthu
Ratiyā jāyatī soko, მწუხარება მოდის ტკბობისგან,
ratiyā jāyatī bhayaṁ; შიში მოდის ტკბობისგან;
Ratiyā vippamuttassa, ვინც თავისუფალია ტკბობისგან,
natthi soko kuto bhayaṁ. აღარ წუხს და არც ეშინია.
Anitthigandhakumāravatthu
Kāmato jāyatī soko, მწუხარება მოდის ვნებისგან,
kāmato jāyatī bhayaṁ; შიში მოდის ვნებისგან;
Kāmato vippamuttassa, ვინც თავისუფალია ვნებისგან,
natthi soko kuto bhayaṁ. აღარ წუხს და არც ეშინია.
Aññatarabrāhmaṇavatthu
Taṇhāya jāyatī soko, მწუხარება მოდის ლტოლვისგან,
taṇhāya jāyatī bhayaṁ; შიში მოდის ლტოლვისგან;
Taṇhāya vippamuttassa, ვინც თავისუფალია ლტოლვისგან,
natthi soko kuto bhayaṁ. აღარ წუხს და არც ეშინია.
Pañcasatadārakavatthu
Sīladassanasampannaṁ, ზნეობრივი და გონიერი,
dhammaṭṭhaṁ saccavedinaṁ; სწავლებაში მყარი და ჭეშმარიტების მცოდნე,
Attano kamma kubbānaṁ, თავისი მოვალეობის შემსრულებელი –
taṁ jano kurute piyaṁ. ასეთი ხდება ხალხისთვის ძვირფასი.
Ekaanāgāmittheravatthu
Chandajāto anakkhāte, გადმოუცემლის შეცნობის მოსურნე
Manasā ca phuṭo siyā; ცნობიერებით აღსავსე უნდა იყოს.
Kāmesu ca appaṭibaddhacitto, ვისი გონებაც არ არის მიჯაჭვული გრძნობით სიამოვნებას,
Uddhaṁsototi vuccati. დინების აღმა მიმავალი წოდება.
Nandiyavatthu
Cirappavāsiṁ purisaṁ, როდესაც კაცი, დიდი ხნის შემდეგ,
dūrato sotthimāgataṁ; შორეული ქვეყნიდან მშვიდობით ბრუნდება,
Ñātimittā suhajjā ca, ოჯახი, მეგობრები და ახლობლები
abhinandanti āgataṁ. ხარობენ მისი დაბრუნებით.
Tatheva katapuññampi, ასევე, როდესაც სიკეთის მქმნელი
asmā lokā paraṁ gataṁ; მიდის ამ ქვეყნიდან შემდეგში,
Puññāni paṭigaṇhanti, მისი კეთილი საქმეები იქ ეგებებიან,
piyaṁ ñātīva āgataṁ. როგორც ოჯახი ხვდება საყვარელს ადამიანს შინ დაბრუნებისას.
Piyavaggo soḷasamo.