Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt

From: ,

PreviousNext

Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა-ნიკაია)

Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 197-208

Sukhavagga 15. ნეტარება

Ñātikalahavūpasamanavatthu

Susukhaṁ vata jīvāma, ვიცხოვროთ უაღრესად ნეტარად,

verinesu averino; სიძულვილის გარეშე მოძულეთ შორის.

Verinesu manussesu, მოძულე ადამიანთ შორის,

viharāma averino. ვიცხოვროთ სიძულვილისგან თავისუფლებმა.

Susukhaṁ vata jīvāma, ვიცხოვროთ უაღრესად ნეტარად,

āturesu anāturā; სნეულების გარეშე სნეულთა შორის.

Āturesu manussesu, სნეულ ადამიანთ შორის,

viharāma anāturā. ვიცხოვროთ სნეულებისგან თავისუფლებმა.

Susukhaṁ vata jīvāma, ვიცხოვროთ უაღრესად ნეტარად,

ussukesu anussukā; შურის გარეშე შურიანთა შორის.

Ussukesu manussesu, შურიან ადამიანთ შორის,

viharāma anussukā. ვიცხოვროთ შურისგან თავისუფლებმა.

Māravatthu

Susukhaṁ vata jīvāma, ვიცხოვროთ უაღრესად ნეტარად

yesaṁ no natthi kiñcanaṁ; ჩვენ, ვისაც არაფერი გვაბადია.

Pītibhakkhā bhavissāma, ნეტარებით ვიკვებოთ,

devā ābhassarā yathā. როგორც მანათობელმა, სხივმოსილმა ღმერთებმა.

Kosalaraññoparājayavatthu

Jayaṁ veraṁ pasavati, გამარჯვება შუღლს ბადებს;

dukkhaṁ seti parājito; დამარცხებულს კი უკმაყოფილოდ სთვლემს.

Upasanto sukhaṁ seti, მშვიდი ნეტარებით თვლემს,

hitvā jayaparājayaṁ. რამეთუ უკან მოიტოვა გამარჯვებაც და დამარცხებაც.

Aññatarakuladārikāvatthu

Natthi rāgasamo aggi, არ არსებობს ცეცხლი ლტოლვის მსგავსი,

Natthi dosasamo kali; დანაშაული – სიძულვილის მსგავსი,

Natthi khandhasamā dukkhā, ტანჯვა – ხუთი კომპონენტის მსგავსი,

Natthi santiparaṁ sukhaṁ. ხოლო ნეტარება – სიმშვიდის მსგავსი.

Ekaupāsakavatthu

Jighacchāparamā rogā, შიმშილი უდიდესი სნეულებაა,

saṅkhāraparamā dukhā; ხოლო განპირობებული მოვლენები – უდიდესი ტანჯვა.

Etaṁ ñatvā yathābhūtaṁ, ვინც ამას ჭეშმარიტად შეიცნობს,

nibbānaṁ paramaṁ sukhaṁ. მისთვის ნიბანა უზენაესი ნეტარებაა.

Pasenadikosalavatthu

Ārogyaparamā lābhā, ჯანმრთელობა უდიდესი მონაპოვარია,

Santuṭṭhiparamaṁ dhanaṁ; ხოლო კმაყოფილება – უზენაესი სიმდიდრე.

Vissāsaparamā ñāti, ნდობა უზენაესი ოჯახია,

Nibbānaṁ paramaṁ sukhaṁ. ხოლო ნიბანა – უზენაესი ნეტარება.

Tissattheravatthu

Pavivekarasaṁ pitvā, ვინც განმარტოებისა

rasaṁ upasamassa ca; და სიმშვიდის ნექტარი შესვა,

Niddaro hoti nippāpo, ჭეშმარიტების ნექტარს დაწაფებული,

dhammapītirasaṁ pivaṁ. განავისუფლდა შფოთისა და ბოროტებისაგან.

Sakkavatthu

Sāhu dassanamariyānaṁ, შესანიშნავია კეთილშობილთა ხილვა,

sannivāso sadā sukho; მათთან ყოფნა მუდამ ნეტარებაა.

Adassanena bālānaṁ, უგუნურის ხილვას თუ მოერიდები,

niccameva sukhī siyā. მუდამ ნეტარი იქნები.

Bālasaṅgatacārī hi, უგუნურებთან მყოფი,

dīghamaddhāna socati; მათ ტანჯვას იზიარებს.

Dukkho bālehi saṁvāso, უგუნურთან თანაცხოვრება ისევე მტკივნეულია,

amitteneva sabbadā; როგორც – საკუთარ მტერთან ახლოს ყოფნა.

Dhīro ca sukhasaṁvāso, ნეტარებაა გონიერთან თანაცხოვრება,

ñātīnaṁva samāgamo. როგორც საყვარელ ახლობლებთან შეხვედრა.

Tasmā hi—მაშასადამე:

Dhīrañca paññañca bahussutañca, გონიერს, ბრძენსა და მცოდნეს,

Dhorayhasīlaṁ vatavantamariyaṁ; ზნეობრივად მტკიცეს, აღთქმის დამცველსა და კეთილშობილს –

Taṁ tādisaṁ sappurisaṁ sumedhaṁ, მიჰყევი ასეთ მართალ და გონიერ ადამიანს,

Bhajetha nakkhattapathaṁva candimā. როგორც მთვარე მიჰყვება ვარსკვალვთა კვალს.

Sukhavaggo pannarasamo.
PreviousNext