Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt
From: ,
Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა-ნიკაია)
Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 146-156
Jarāvagga 11. მხცოვანება
Visākhāyasahāyikānaṁvatthu
Ko nu hāso kimānando, რად ღირს ხალისი, ანდაც სიცილი,
niccaṁ pajjalite sati; როდესაც ცეცხლი მუდამ გიზგიზებს?
Andhakārena onaddhā, სიბნელით მოცულნო, Andhakārena პირდაპირი მნიშვნელობით დაბრმავებაა, თუმცა უგუნურების აღსანიშნადაც გამოიყენება.
padīpaṁ na gavesatha. ნუთუ არ ეძებთ სინათლეს?
Sirimāvatthu
Passa cittakataṁ bimbaṁ, შეიცანი ეს მორთული თოჯინა,
arukāyaṁ samussitaṁ; სხეული, რომელიც წყლულებით არის სავსე,
Āturaṁ bahusaṅkappaṁ, სნეული, ათასგვარი ზრახვით შეპყრობილი,
yassa natthi dhuvaṁ ṭhiti. რომელშიც არაფერია მარადიული.
Uttarātherīvatthu
Parijiṇṇamidaṁ rūpaṁ, ეს სხეული, დაუძლურებული და სუსტი,
roganīḷaṁ pabhaṅguraṁ; სნეულებათა ბუდეა, ხრწნადია.
Bhijjati pūtisandeho, ეს მყრალი გვამი გაიხრწნება,
maraṇantañhi jīvitaṁ. რამეთუ სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება.
Sambahulaadhimānikabhikkhuvatthu
Yānimāni apatthāni, ეს მტრედისფერი ძვლები,
alābūneva sārade; შემოდგომის გამხმარი გოგრებივითაა
Kāpotakāni aṭṭhīni, მიმობნეული –
tāni disvāna kā rati. რა სასიხარულოა მათი დანახვა?
Janapadakalyāṇīrūpanandātherīvatthu
Aṭṭhīnaṁ nagaraṁ kataṁ, ეს ძვლის ციხე,
maṁsalohitalepanaṁ; ხორცითა და სისხლით არის შელესილი;
Yattha jarā ca maccu ca, აქ მხცოვანება და სიკვდილი იმალებიან,
māno makkho ca ohito. ამპარტავნებასა და სიძულვილთან ერთად.
Mallikādevīvatthu
Jīranti ve rājarathā sucittā, ხელმწიფეთა მორთული ეტლებიც კი ცვდება
Atho sarīrampi jaraṁ upeti; და ეს სხეულიც ბერდება.
Satañca dhammo na jaraṁ upeti, მაგრამ, სათნოთა სწავლება არასოდეს ბერდება –
Santo have sabbhi pavedayanti. ამიტომაც, სათნონი სათნოთ ასწავლიან.
Lāḷudāyītheravatthu
Appassutāyaṁ puriso, უგუნური ადამიანი
balībaddhova jīrati; ხარივით ბერდება –
Maṁsāni tassa vaḍḍhanti, მისი სხეული იზრდება,
paññā tassa na vaḍḍhati. ხოლო მისი სიბრძნე – არა.
Udānavatthu
Anekajātisaṁsāraṁ, უთვალავი კვლავშობით ვიხეტიალე,
sandhāvissaṁ anibbisaṁ; შეგნების გარეშე,
Gahakāraṁ gavesanto, ამაოდ ვეძებდი სახლის მშენებელს;
dukkhā jāti punappunaṁ. კვლავშობა ტანჯვაა.
Gahakāraka diṭṭhosi, აჰა, გიხილე, სახლის მშენებელო! სახლის მშენებელი (პალი: gahakāraka) არის ლტოლვის (პალი: taṇhā) მეტაფორა, რომელიც ბუდისტურ ფილოსოფიაში მიიჩნევა ტანჯვისა და კვლავშობის „არქიტექტორად“. „სახლი“ აქ განასახიერებს ფიზიკურ სხეულსა და ეგოს, რომელსაც ლტოლვა სამსარაში ყოველ ბრუნვაზე ახლიდან ქმნის. ფრაზა „გიხილე, მშენებელო!“ არის გამოღვიძების მომენტი, როდესაც ადამიანმა შეიცნო ტანჯვის ნამდვილი მიზეზი. რადგან „მშენებელი“ (ლტოლვა) მხილებული და განადგურებულია, ის ვეღარ შეძლებს „სახლის“ აშენებას (კვლავშობას). ეს სტროფები ტრადიციულად მიიჩნევა პირველ სიტყვებად, რომლებიც ბუდამ სრული გამოღვიძებისთანავე წარმოთქვა (იხილეთ: Burlingame, E. W., & Ānandajoti Bhikkhu. (2024). Dhamma verses commentary (Dhammapada Aṭṭhakathā), გვ. 643-644).
puna gehaṁ na kāhasi; კვლავ ვეღარ ააშენებ სახლს!
Sabbā te phāsukā bhaggā, შენი საყრდენები დამსხვრეულია,
gahakūṭaṁ visaṅkhataṁ; შენი სახურავი – დანგრეული.
Visaṅkhāragataṁ cittaṁ, გონება განთავისუფლდა და
taṇhānaṁ khayamajjhagā. ლტოლვა მოსპო.
Mahādhanaseṭṭhiputtavatthu
Acaritvā brahmacariyaṁ, სიჭაბუკეში სულიერი გზა უგულებელყვეს
aladdhā yobbane dhanaṁ; და ვერც სიმდიდრე მოიხვეჭეს.
Jiṇṇakoñcāva jhāyanti, ახლა სხედან ბებერი ყანჩებივით,
khīṇamaccheva pallale. უთევზო გუბესთან.
Acaritvā brahmacariyaṁ, სიჭაბუკეში სულიერი გზა უგულებელყვეს
aladdhā yobbane dhanaṁ; და ვერც სიმდიდრე მოიხვეჭეს.
Senti cāpātikhīṇāva, ახლა ყრიან დამტვრეული ისრებივით
purāṇāni anutthunaṁ. და ნაღვლიანად მისტირიან წარსულს.
Jarāvaggo ekādasamo.