Other Translations: Deutsch , English , Eesti keel , Tiếng Việt
From: ,
Khuddakanikāya მცირე კრებული (ხუდაკა–ნიკაია)
Dhammapada ჭეშმარიტების გზა (დჰამაპადა) 33-43
Cittavagga 3. გონი
Meghiyattheravatthu
Phandanaṁ capalaṁ cittaṁ, გონი მოუსვენარი და მერყევია, გონი (პალი: citta) ბუდისტურ ფილოსოფიაში აღნიშნავს არა მხოლოდ ინტელექტს, არამედ ცნობიერების მთლიანობას – აზრების, ემოციებისა და განზრახვების ერთობლიობას; ამიტომ, „ჩიტა“ ვთარგმნე როგორც „გონი“ და არა „გონება“.
dūrakkhaṁ dunnivārayaṁ; რთულია დაიცვა ან ალაგმო.
Ujuṁ karoti medhāvī, ბრძენი გონს ისე მომართავს,
usukārova tejanaṁ. როგორც ჯოლბორდი – ისარს. ჯოლბორდი – ისრის მთლელი და ზოგადად მშვილდ-ისრის მკეთებელი.
Vārijova thale khitto, გონი ისე ფართხალებს
okamokataubbhato; მარას წინაღმდეგ ბრძოლაში,
Pariphandatidaṁ cittaṁ, როგორც თევზი, რომელიც წყლიდან ამოიყვანეს
māradheyyaṁ pahātave. და ნაპირზე მოისროლეს.
Aññatarabhikkhuvatthu
Dunniggahassa lahuno, რთულია მისი მოთოკვა, მოუსვენარია,
yatthakāmanipātino; იქ მიიჩქარის, სადაც მოესურვება;
Cittassa damatho sādhu, კარგია გონის მოთვინიერება,
cittaṁ dantaṁ sukhāvahaṁ. რადგან თვინიერ გონს ბედნიერება მოაქვს.
Aññataraukkaṇṭhitabhikkhuvatthu
Sududdasaṁ sunipuṇaṁ, რთულია მისი შემჩნევა, ფაქიზია,
yatthakāmanipātinaṁ; იქ მიიჩქარის, სადაც მოესურვება;
Cittaṁ rakkhetha medhāvī, ბრძენი გონს წვრთვნის,
cittaṁ guttaṁ sukhāvahaṁ. რადგან გაწვრთნილ გონს ბედნიერება მოაქვს.
Saṅgharakkhitabhāgineyyattheravatthu
Dūraṅgamaṁ ekacaraṁ, გონი ბევრს მოგზაურობს, მარტო დახეტიალობს,
asarīraṁ guhāsayaṁ; უსხეულოა, გულის კუნჭულში იმალება.
Ye cittaṁ saṁyamissanti, ვინც გონს დაიმორჩილებს,
mokkhanti mārabandhanā. მარას ბორკილესგანაც თავისუფლდება.
Cittahatthattheravatthu
Anavaṭṭhitacittassa, ვისაც არამტკიცე გონი აქვს,
saddhammaṁ avijānato; ვისაც არ ესმის ჭეშმარიტი მოძღვრება,
Pariplavapasādassa, ვისი რწმენაც მერყევია –
paññā na paripūrati. ვერ სრულყოფს საკუთარ სიბრძნეს.
Anavassutacittassa, ვისი გონიც დასნეულებული არ არის,
ananvāhatacetaso; ვისი გულიც უმწიკვლოა,
Puññapāpapahīnassa, ვინც განთავისუფლდა კეთილისა და ბოროტისაგან –
natthi jāgarato bhayaṁ. ფხიზლობს და უშიშარია.
Pañcasatabhikkhuvatthu
Kumbhūpamaṁ kāyamimaṁ viditvā, ვინაიდან ეს სხეული თიხის ჭურჭელივით სათუთია,
Nagarūpamaṁ cittamidaṁ ṭhapetvā; განამტკიცე გონი ზედაციხესავით,
Yodhetha māraṁ paññāvudhena, შეერკინე მარას სიბრძნის მახვილით,
Jitañca rakkhe anivesano siyā. გაუფრთხილდი მონაპოვარს და არ დაცხრე.
Pūtigattatissattheravatthu
Aciraṁ vatayaṁ kāyo, ძალიან მალე ეს სხეული
pathaviṁ adhisessati; უვარგისი ნაფოტივით მოსროლილი
Chuddho apetaviññāṇo, და ცნობიერებისაგან დაცლილი,
niratthaṁva kaliṅgaraṁ. ამ მიწას მიებარება. როგორც მსხვერპლშეწირული მხეცი „გდია უვარგისი ნაფოტივით“ (dārveva tarhi bhūto ’narthyaḥ śete) – Śatapatha Brāhmaṇa 3.8.3.15 (ღირსი სუჯატოს შენიშვნა)
Nandagopālakavatthu
Diso disaṁ yaṁ taṁ kayirā, არასწორად მიმართული გონი
verī vā pana verinaṁ; იმაზე მეტ ზიანს მოგიტანს,
Micchāpaṇihitaṁ cittaṁ, ვიდრე მოძულე მოძულეს,
pāpiyo naṁ tato kare. ანდაც მტერი მოწინააღმდეგეს.
Soreyyavatthu
Na taṁ mātā pitā kayirā, სწორად მიმართული გონი
aññe vāpi ca ñātakā; კი უფრო გარგებს,
Sammāpaṇihitaṁ cittaṁ, ვიდრე საკუთარი დედა ან მამა,
seyyaso naṁ tato kare. ანდაც ნებისმიერი სხვა ნათესავი.
Cittavaggo tatiyo.